The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნარ ჰოვანესიანი

ნარ ჰოვანესიანი
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1913
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1995  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თოხმახის სასაფლაო, ერევანი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს(ვოკალური).

1931-1937წწ. მღეროდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდში, 1945-1951წწ. იყო ამავე თეატრის სოლისტი; 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ერევნის ოპერის თეატრის სოლისტი; 1954-1963წწ. ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი; ქართული რეპერტუარი: აბიო, ცანგალა(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), მგოსანი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); სხვა რეპერტუარი: დავით-ბეგი(ტიგრანიანი "დავით-ბეგი"), ნადირ-შაჰი(სპენდიაროვი "ალმასტი"), მეფისტოფელი(გუნო "ფაუსტი"), დონ ბაზილიო(როსინი "სევილიელი დალაქი"), კოჩუბეი, გრემინი(ჩაიკოვსკი "მაზეპა", "ევგენი ონეგინი"), კონჩაკი(ბოროდინი "თავადი იგორი"), მეწისქვილე(დარგომიჟსკი "ალი"), ტირესიუსი(სტრავინსკი "ოიდიპოს მეფე"), ალკო(მეიტუსი "ახალგაზრდა გვარდია"); გამოდიოდა საკონცერტო პროგრამებით; გასტროლები: სირია, ლიბანი, საფრანგეთი, ბელგია, უნგრეთი; სომეხი საოპერო მომღერალი, ბანი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 604; http://ru.wikipedia.org/wiki/Ованисян,_Нар_Михайлович

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1956 - სომხეთის სსრ სახალხო არტისტი
  • 1956 - ლენინის ორდენი

გააზიარე: