The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ აბაშიძე

ვლადიმერ აბაშიძე
დაბადების თარიღი:1902
გარდაცვ. თარიღი:1979  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კორეეთი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1932 წელს.

1925-1926წწ. მუშაობდა ტექნიკოს-მხაზველად "სოიუზქსელელექტროში"; 1926-1930წწ. სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საპროექტო-სამონტაჟო განყოფილების გამგედ, შემდეგ სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების თავმჯდომარედ; 1932-1935წწ. "ამიერკავენერგოს" მაღალი ძაბვის ქსელის სამმართველოს მე-2 რაიონის უფროსად; 1935-1938წწ. - პირველი რაიონის უფროსად; 1938--1940წწ. "საქენერგოს" მთავარ ინჟინრად და პირველი რაიონის უფროსის მოადგილედ; 1940-1955წწ. იყო ზაჰესის მთავარი ინჟინერი; 1955-1958წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქენერგოპროექტის" ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების განყოფილების უფროსი; 1958-1968წწ. "საქმთავარენერგოს", "თბილსრესის" და 35-500 კვ ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობის დირექციის დირექტორი; 1969 წლიდან დაინიშნა "საქენერგოს" საწარმო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; მონაწილეობდა გარდაბნის თბოელექტროსადგურის, "ენგური-ზესტაფონი-გლდანი-გარდაბნის" 500 კვ. 35-220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.28; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 7-8

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1977 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"
  • 1962 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1958 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • 1946 - მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • 1944 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით"

გააზიარე: