The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ ბარათაშვილი (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:1737
კატეგორია:მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

1680-1723წწ. იყო გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მღვდელი, გარეჯის ლიტერატურული ცენტრის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე; მას მიეწერება ქართული "ჰაგიოგრაფიული კრებულის" II რედაქცია: დომენტი კათოლიკოსის ინიციატივით შედგენილი ადრინდელი კრებული მან შეავსო ახალი თხზულებებით(რაჟდენ პირველმოწამის, ლუარსაბ მეფის, ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების ცხოვრებანი); მას წვლილი მიუძღვის ქართული ლიტურგიკული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც; სლავურ-რუსული პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით შეადგინა "სადღესასწაულოს" ახალი რედაქცია; ასევე, მრავალი საგალობელი, მათ შორის: სამი ჰიმნოგრაფიული კანონი: "კანონი-საგალობელი მღვდელ-მთავრისა იესე წილკნელისა", "კანონი-საგალობელი საუფლოისა კუართისა" - ნაწილი I, "კანონი-საგალობელი პირველმოწამისა რაჟდენისა"; საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება "გრდემლი"; 1723 და 1725-1737წწ. იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, ჰაგიოგრაფი, პოლემისტი, ლიტურგისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი /ავტორ-შემდგენლები და რედაქტორები : რ. ქუთათელაძე, მ. ჯაფარიძე . – თბ., 2015. – გვ. 63


გააზიარე: