Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირიან ბატონიშვილი![]()
Biographyერეკლე II-ს და დარეჯან დედოფლის ვაჟიშვილი; შედიოდა იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც 1783 წელ ერეკლე II-მ გაგზავნა პეტერბურგს ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით; მირიან ბაგრატიონი იქვე დარჩა და რუსეთის სამსახურში შევიდა; მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი და სენატორობა; 1797 დასაწყისში ებოძა ყაბარდოს პოლკის შეფობა; მსახურობდა "კავკასიის ლინიაზე" გენერალ გუდოვიჩთან; 1798 წლის იანვარში საქართველოში დაბრუნდა, გათავისუფლდა სამსახურიდან და აქვე დარჩა; 1801 წლიდან სამუდამოდ დასახლდა პეტერბურგში; მან შემოგვინახა "დავითიანის" გურამიშვილისეული ხელნაწერი და არზა; ეწეოდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას; რუსულიდან თარგმნა "სწავლა თქმული ილია მინიატისაგან", ბრავეს ტრაგედია "ატეისტი"; ავტორია რამდენიმე იამბიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 330; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.41
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |