Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუზა აბესაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1955 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენში", სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში", ასევე თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენში" - სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობს შპს "მშენებელ-6"; მონაწილეობდა სამრეწველო, სამოქალაქო თუ კომუნალური დანიშნულების არაერთი ობიექტის მშენებლობაში. მათ შორისაა ქარხანა "თბილხელსაწყოს" საწარმოო კორპუსები, კინოთეატრი (სამგორის რაიონში), 36 საცხოვრებელი სახლი (ვაკეში, საბურთალოს, დიღმის, თემქის, გლდანის დასახლებებში), დიდ დიამეტრიანი წყალსადენები და გაზსადენები, წყლის სამარაგო რეზერვუარები, წყლის გამწმენდი სათავე ნაგებობები (დედაქალაქის სხვადასხვა უბანში). წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.30
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |