შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-არქიტექტორის კვალიფიკაციით 1942 წელს. 1942 წელს მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალიზებულ მშენებლობებზე (გზები, ხიდები, აეროდრომები) უბნის უფროსად; 1946-1949წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად ავტოქარხნის მშენებლობაზე; 1949-1951წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქკვებმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში - მთავარ ინჟინრად; 1952-1969წწ. N4 სამშენებლო ტრესტის N4 სამშენებლო სამმართველოში - მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1969-1973წწ. N4 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1974-1977წწ. ხაშურის N9 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის N1 სამმართველოს უფროსად; 1977-1985წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" ხაშურის სამშენებლო ორგანიზაციას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.30-31 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |