შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანუჩარ აბესაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1971 წელს. შრომითი ბიოგრაფია დაკავშირებული იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის N4 სამმართველოსთან; განვლო ყველა სამსახურებრივი საფეხური სამუშაოთა მწარმოებლიდან სამმართველოს უფროსამდე; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტუმრო უცხოელი სპეციალისტებისათვის, თბილისის სავაჭრო ცენტრი, საჯარო ბიბლიოთეკის წიგნსაცავი, რიტუალების სასახლე, ფიზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, უროლოგიური საავადმყოფო, კინოთეატრები, სკოლები, ბაგა-ბაღები, სპორტული კომპლექსები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.31
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |