შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანანიაშ ზაიონჩკოვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვილნიუსი, ლიტვა. მუშაობდა ორიენტალისტიკის მრავალ დარგში–თურქოლოგია, ირანისტიკა, არაბისტიკა. გამოქვეყნებული აქვს ფუნდამენტური ნაშრომები შავიზღვისპირეთის და კასპიისპირეთის თურქულენოვანი ხალხების, კერძოდ, თურქული, ყივჩაყური და ხაზარული ენების შესახებ. მას მსოფლიო აღიარება მოუტანა ნიზამის პოემის "ხოსროვ და შირინის" გამოკვლევამ. დიდი ღვაწლი მიუძღვის მამლუქურ-ყივჩაყური ძეგლების შესწავლა-გამოცემის საქმეში. მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ აღმოსავლეთმცოდნეებთან: გ. წერეთელთან, ს. ჯიქიასთან. რამდენჯერმე იყო საქართველოში და ინტერესით სწავლობდა ქართველი ხალხის წარსულს, მის კულტურულ მემკვიდრეობას. მისი ხელშეწყობით ქართველმა მეცნიერებმა მჭიდრო კავშირი დაამყარეს პოლონელ მეცნიერებთან. პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი(1953–1968), აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი. (გარდაიცვალა რომში). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.301 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |