The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანანიაშ ზაიონჩკოვსკი

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 1970  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვილნიუსი, ლიტვა.

მუშაობდა ორიენტალისტიკის მრავალ დარგში–თურქოლოგია, ირანისტიკა, არაბისტიკა. გამოქვეყნებული აქვს ფუნდამენტური ნაშრომები შავიზღვისპირეთის და კასპიისპირეთის თურქულენოვანი ხალხების, კერძოდ, თურქული, ყივჩაყური და ხაზარული ენების შესახებ. მას მსოფლიო აღიარება მოუტანა ნიზამის პოემის "ხოსროვ და შირინის" გამოკვლევამ. დიდი ღვაწლი მიუძღვის მამლუქურ-ყივჩაყური ძეგლების შესწავლა-გამოცემის საქმეში. მჭიდრო სამეცნიერო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ აღმოსავლეთმცოდნეებთან: გ. წერეთელთან, ს. ჯიქიასთან. რამდენჯერმე იყო საქართველოში და ინტერესით სწავლობდა ქართველი ხალხის წარსულს, მის კულტურულ მემკვიდრეობას. მისი ხელშეწყობით ქართველმა მეცნიერებმა მჭიდრო კავშირი დაამყარეს პოლონელ მეცნიერებთან. პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი(1953–1968), აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი. (გარდაიცვალა რომში).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.301

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თურქული ლინგვისტური საზოგადოება, საპატიო წევრი
  • პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1952-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    საპატიო დოქტორი
  • პოლონეთის სახელმწიფო პრემია, ლაურეატი

გააზიარე: