The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზენონ იყალთოელი

Date of birth:5??
Date of death:5??
Burial location:იყალთოს მონასტერი, კახეთი
Category:Religious leader, Saint

Biography

ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა თავდაპირველად ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების ამსახველი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში. შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება 7(20) მაისს ასურელ მამათა შორის. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.357


Share: