Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ერმოლოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი, რუსეთი. კავკასიის მთავარმართებელი 1816–1827 წლებში. რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. ინფანტერიისა (1818) და არტილერიის (1837) გენერალი. 1791 წლიდან მსახურობდა არმიაში. მონაწილეობდა პოლონეთთან ომში (1794), სპარსეთის ლაშქრობაში(1796), საფრანგეთთან (1805–1807) ომში, რუსეთის სამამულო ომში (1812). საზღვარგარეთის ლაშქრობების დროს(1813–1814) იყო მოკავშირეთა არმიების არტილერიის უფროსი, 1816 წლიდან–იყო "საქართველოს ცალკეული კორპუსის" (1820 წლიდან "კავკასიის ცალკეული კორპუსი") მეთაური, მთავარსარდალი და ამავე დროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანში. მთავარსარდლის სამხედრო-ადმინისტრაციულ ფარგლებში შედიოდა მთელი ამიერ და იმიერკავკასია. კავკასიის ცენტრს კი წარმოადგენდა თბილისი. როგორც სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფალი, კავკასიაში ატარებდა მკაცრ კოლონიზატორულ პოლიტიკას. ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობას. მისი აზრით, ხალხის დასამორჩილებელი ერთადერთი გზა ძალმომრეობა და შიშის დანერგვა იყო. კავკასიის მთიანეთში მას "ღვთის რისხვას" ეძახდნენ(ა. გრიბოედოვის გადმოცემით). სახაზინო შემოსავლის გაზრდის მიზნით ალექსი ერმოლოვმა სცადა საქართველოში გაეტარებინა რამდენიმე რეფორმა. 1821 წელს დააწესა შეღავათიანი ტარიფი ევროპიდან ამიერკავკასიაში შემოტანილ საქონელზე(სატრანზიტო გზა: ოდესა–ყულევი–ტფილისი–სპარსეთი), მ. შ. ეგრეთ წოდებული საეკლესიო რეფორმა, რამაც იმერეთ-გურიის მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია. მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს, სოფლები გადაწვეს. ხალხი ციმბირში გადაასახლეს. თვითონ ერმოლოვი მ. ვორონცოვს ქართველების შესახებ წერდა: "ეს ხალხი ღირსი არ არის ალექსანდრე I-ის სათნო მმართველობისა, მას რკინის კვერთხი ესაჭიროება". კავკასიაში გადასახლებული დეკაბრისტების მფარველობისათვის ნიკოლოზ I-მა 1827 წლის მარტში ალექსი ერმოლოვი სამხედრო სამსახურიდან გადააყენა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.70
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |