The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კუსიანი

დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1969  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მერჯევი, საჩხერის რაიონი.

საჩხერის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჭიათურის მუშფაკში.

1922-1929წწ. მუშაობდა ჭიათურის თეატრში სცენის მემანქანედ; 1930 წლიდან ამავე თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ფონ-კაუფმანი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), დათო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), სიმონი (გ. ქელბაქიანის "შესაფერი ჯილდო"), სერგეი პეტროვიჩი (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ნესტორი (ვ. გუნიას "აღლუმი"), ვიქტორი (ტ. რამიშვილის "სტუმარ-მასპინძლობა"), მალხაზი (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ივანოვი (კ. სიმონოვის "ასეც იქნება"), კოჩინი (ძმ. ტურებისა და შეინინის "პირისპირ") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.28

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: