Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილი ზუევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. სწავლობდა ლეიდენსა და სტრასბურგში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ციმბირის ექსპედიციაში. 1781 წელს აკადემიის დავალებით მოაწყო ექსპედიცია შავიზღვისპირეთის შეუსწავლელი ადგილების გამოსაკვლევად. 1787 წელს პეტერბურგში გამოიცა მისი წიგნი "1781 და 1782 წწ. სანქტ-პეტერბურგიდან ხერსონამდე მოგზაურობის ჩანაწერები", რომლის ერთი ნაწილი მთლიანად საქართველოს ეხება. ავტორი ბევრ საინტერესო ცნობას გვაწვდის დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის, განსაკუთრებით სამეგრელოს შესახებ. იგი აღწერს ფლორას და ფაუნას, მეგრელების ეთნიკურ ტიპს, ყოფას, წეს-ჩვეულებებს, მეურნეობას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის ტყვის სყიდვის შესახებ. რუსი მეცნიერი ბუნებისმეტყველი, მოგზაური. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.400 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |