The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომანოზ მელოდოსი

დაბადების თარიღი:490
გარდაცვ. თარიღი:556
დაკრძალვის ადგილი:კონსტანტინოპოლი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ემესა, სირია.

რომანოზ მელოდოსის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს ვიღებთ ბასილი II-ის მენოლოგიონიდან, ამას გარდა, მასზე ცნობებს გვაწვდის ორი ძველი წყარო: სვიდას ლექსიკონში ის წოდებულია "რომანოზ მელოდოსად", ხოლო იერუსალიმის ბიბლიოთეკის X-XI საუკუნის ხელნაწერში დაცულ "რომანოზის ცხოვრებაში" დამატებით ნათქვამია, რომ მის კონტაკტიონთა უმრავლესობა, მისივე ხელით არის დაწერილი და ღვთისმშობლის ტაძარში ინახება; ამათ გარდა რომანოზის ცხოვრება აღწერილია სხვა ძეგლებშიც(Synaxarium ClaromontanumMenologium Sirmondianum, კონსტანტინოპოლის "აია სოფიას" ტიპიკონი); ამ წყაროებზე დაყრდნობით რომანოზი დაიბადა სირიის ებრაელ ოჯახში ემესაში(თანამედროვე ჰომსი) ან დამასკოში; ბეირუთში გადასვლის შემდეგ დიაკვნად აკურთხეს აღდგომის სახელობის ტაძარში; მოგვიანებით საცხოვრებლად გადადის კონსტანტინოპოლში იმპერატორ ანასტასის დროს; საფიქრალია, რომელი ანასტასი იგულისხმება აქ, ანასტასი I(491-518) თუ ანასტასი II(713-716); კარლ კრუმბახერი რამდენიმე წლის კვლევის შემდეგ რომანოზს VIII საუკუნეს მიაკუთვნებს; კონსტანტინოპოლში ცხოვრების დროს მსახურობდა აია სოფიას ტაძრის მნათედ; ცხოვრების ბოლო პერიოდი გაატარა მონასტერში, სადაც დაკრძალულია თავის მოწაფე წმინდა ანანიასთან ერთად; მეორე მოსაზრებით, რომანოზი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ანასტასი I-ის დროს; შესაბამისად, მას ჰიმნების წერა უნდა გაეგრძელებინა იმპერატორ იუსტინიანეს(527-565) იმპერატორობის დროსაც; ცნობილია, რომ იუსტინიანე თავად წერდა ჰიმნებს, ამდენად, რომანოზი გამოდის ორი დიდი ბიზანტიელი ჰიმნოგრაფის, ანასტასისა და კირიაკოსის თანამედროვე; დახვეწა და სრულჰყო ლიტურგიკული პოეზიის ჟანრი, რომელიც შემდგომ კონტაკტიონად(კონდაკად) იქნა წოდებული; ლიტურგიკული ტრადიცია რომანოზ მელოდოს მიაწერს "ათას ჰიმნს"; შემონახულია აგრეთვე რომანოზისეული და ფსევდო-რომანოზისეული 85 კონტაკტიონი; ვარაუდობენ, რომ მას ეკუთვნის ცნობილი "აკათისტო"; რომანოზ მელოდოსი ეკლესიამ წმინდანად აღიარა; ხსენება დაწესებული იყო 1 ოქტომბერს; ძველ ქართულ ხელნაწერ კრებულში ამასთან დაკავშირებით მოთავსებულია იოსებ ჰიმნოგრაფის გალობანი; მისი სიტყვით, რომანოზ მელოდოსი, ვისი სულიც ღვთისმშობელმა "სიბრძნითა ვრცელჰყო", მშვენიერად და ხმატკბილად გალობდა, იქმნა "ენა ცეცხლისა, მღაღადებელ საღმრთოთა გალობათა"; ქართველ ფილოლოგებს უცდიათ მისი ჰიმნების დედნისადმი მათივე ძველ ქართულ თარგმანთა მისადაგება და მათი პარალელური შესწავლაც; ტკბილმგალობელი, ბიზანტიელი საეკლესიო პოეტი, ჰიმნოგრაფი, მოიხსენიებენ, როგორც "რიტმული პოეზიის პინდარეს".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 404; http://ka.wikipedia.org/wiki/რომანოზ_მელოდოსი


გააზიარე: