The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ აბზიანიძე

მიხეილ აბზიანიძე
დაბადების თარიღი:1926  (98 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ხონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1954 წელს.

1947-1950წწ. მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ტექნიკუმის ლაბორანტად; 1954-1957წწ. ლაჯანურჰესის მშენებლობის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად, უფროსის მოადგილედ; 1957-1958წწ. ლაჯანურჰესის კაშხლის მშენებლობის სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1958-1963წწ. ლაჯანურჰესის თაღოვანი კაშხლის მშენებლობის კვანძის უფროსად; 1963-1975წწ. იყო ენგურჰესის მშენებლობის თაღოვანი კაშხლის სამშენებლო სამმართველოს უბნისა და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1975-1982წწ. მშენებარე ენგურის ჰესების კასკადის დირექტორის მოადგილე; 1982 წლიდან მშენებარე ხუდონჰესის დირექტორი; დანერგილი აქვს მრავალი რაციონალიზატორული წინადადება; დაჯილდოებულია მედლებით და ორი საპატიო სიგელით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.31; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 10

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: