შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ აბრამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალდაბა, ბორჯომის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა(1951) და მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტის(1956) არქიტექტურის ფაკულტეტები. პროფესიული საქმიანობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორად და დაწინაურდა სახელოსნოს ხელმძღვანელად; 1963-1972წწ. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ("თბილზნიიეპი") იყო სახელოსნოს უფროსი; 1972 წლიდან 1988 წლამდე "თბილქალაქპროექტში" არქიტექტურულ საამქროს ხელმძღვანელი; მისი პროექტებით თბილისში დაგეგმარდა ვაკის პარკში ღია კინოთეატრი, მთავარი შესასვლელი, აშენდა საქართველოს მთავრობის კანცელარია (ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი), პოლიტგანათლების სახლი (აღმაშენებლის პროსპექტზე), სარეაბილიტაციო ცენტრი, ოტოლარინგოლოგიური კლინიკა, საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს ღუდუშაურის სახელობის კლინიკა, საბავშვო ბაღები, მუსიკალური სკოლები, ადმინისტრაციული სახლები (გლდანსა და საბურთალოზე), ორი მეტროსადგური ("ვაგზლის მოედანი" და "აკაკი წერეთლის გამზირი"), იაკობ გოგებაშვილის მემორიალი (მთაწმინდაზე), მიწისქვეშა გადასასვლელები; ასევე - პანსიონატები (ბაკურიანსა და წყნეთში), ეროვნული ბიბლიოთეკა (კიშინიოვში), 555-ადგილიანი სასტუმრო (მახაჩკალაში), ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი (სოფ. ლიხაურში), არქიტექტორთა შემოქმედებითი სახლი (გაგრაში), საცხოვრებელი კომპლექსები გლდანის მასივსა და ვაზისუბნის დასახლებაში; სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებსა და კონკურსებში; მიღებული ჰქონდა 14 პრემია: I პრემიები - სასტუმრო "ინტურისტისთვის" (სოხუმი), ხელოვნების ცენტრისთვის (პარიზში), მემორიალისთვის (ბორჯომში) და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.31-32; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.31 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |