The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ აბრამია

რობერტ აბრამია
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1931  (92 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვალონი, ხობის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგზაო ფაკულტეტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო ხობის N1 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში. 1982-1997წწ. იყო გზის ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, 1967 წელს ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1997 წელს ხობის N8 საგზაო-საექაპლუატაციო სამმართველოს უფროსი; მისი ხელმძღვანელობით აიგო სახიდე გადასასვლელები მდინარეებზე: ნოღელა, ნოსირელა, ციხი, ოჩხამური, აბაშა, ჯუმი, ტეხურა, ზანა; განხორციელდა "თბილისი-სენაკის", "ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის", "ზუგდიდი-ანაკლიას", "ხობი-ხორგა-ჭალადიდის", "სენაკი-აბასიზის", "დიზი-მესტიის" საავტომობილო გზებისა და "ჩუმათელეთ-ზესტაფონის" მონაკვეთის რეკონსტრუქცია; ასევე, მისი ხელმძრვანელობით, საავტომობილო გზების მშენებლობის სამინისტროს სისტემაში ბურჯების მშენებლობაზე პირველად დაინერგა 1,6 მეტრის დიამეტრიანი საბურღ-საჩითი გარსის მქონე ხიმინჯები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.32

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

გააზიარე: