Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რობერტ აბრამია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქვალონი, ხობის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საგზაო ფაკულტეტი ავტომაგისტრალებისა და საქალაქო გზების მშენებლობის სპეციალობით 1955 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო ხობის N1 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში. 1982-1997წწ. იყო გზის ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი, 1967 წელს ამავე სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1997 წელს ხობის N8 საგზაო-საექაპლუატაციო სამმართველოს უფროსი; მისი ხელმძღვანელობით აიგო სახიდე გადასასვლელები მდინარეებზე: ნოღელა, ნოსირელა, ციხი, ოჩხამური, აბაშა, ჯუმი, ტეხურა, ზანა; განხორციელდა "თბილისი-სენაკის", "ზუგდიდი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-სენაკის", "ზუგდიდი-ანაკლიას", "ხობი-ხორგა-ჭალადიდის", "სენაკი-აბასიზის", "დიზი-მესტიის" საავტომობილო გზებისა და "ჩუმათელეთ-ზესტაფონის" მონაკვეთის რეკონსტრუქცია; ასევე, მისი ხელმძრვანელობით, საავტომობილო გზების მშენებლობის სამინისტროს სისტემაში ბურჯების მშენებლობაზე პირველად დაინერგა 1,6 მეტრის დიამეტრიანი საბურღ-საჩითი გარსის მქონე ხიმინჯები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.32 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |