The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გიორგი აბულაძე

გიორგი აბულაძე
დაბადების თარიღი:15 იანვარი, 1940  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა სიმონეთი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს.

1968-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1981-1988წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სახლსაშენი კომბინატის ინჟინრად; 1989 წელს სათავეში ჩაუდგა სამშენებლო ფირმა "კავკასიონს"; 1993-1994წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო ფირმას ქ. ვიაზმაში; 1995 წლიდან დააარსა შპს "მაგოილი" და მისი გენერალური დირექტორია; მონაწილეობდა საქართველოსა და რუსეთში (ქ. ვიაზმაში) საბინაო და სოციალური დანიშნულების ობიექტების, მიწისძვრით დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების (საჩხერის რაიონში) მშენობლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.33


გააზიარე: