The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ აბულაძე

გურამ აბულაძე
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1941
გარდაცვ. თარიღი:2010  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1964 წელს.

1964-1968წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1969-1972წწ. კომბინატ "თბილქალაქგაფორმების" საპროექტო ჯგუფის უფროსად; 1975-1981წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტთა საპროექტო ბიუროს უფროსად; 1984-1987წწ. ხელმძღვანელობდა კომბინატს "თბილქალაქგაფორმება"; 1987-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საპროექტო კანტორას; 1991-1996წწ. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 1996 წლიდან დიზაინის კათედრის დოცენტი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: საცურაო აუზი თბილისში, თბილისის აეროპორტის ტრასისა და საქართველოს სამხედრო გზის "თბილისი-მცხეთის" მონაკვეთის კეთილმოწყობა, გაფართოება-რეკონსტრუქცია და არქიტექტურულ-მხატვრული გაფორმება, მიწისქვეშა გადასასვლელი (ჭავჭავაძის გამზირიდან ატენის ქუჩაზე), ვერის პარკის რეკონსტრუქცია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტისა და ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია; არის 200-მდე პროექტისა და 20-მდე სამეცნიერო-პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი; წარმატებები აქვს მოპოვებული საბჭოთა კავშირისა და საქართველოს არქიტექტორთა ნამუშევრების კონკურსებზე, ბათუმის ზღვისპირა პარკის რეკონსტრუქციის კონცეფცია-პროექტირების (1995), იერუსალიმის ქართულიკულტურის ცენტრის (1997), საქართველოს არქიტექტორთა კავშირის "წლის საუკეთესო ნამუშევრების" (1998წ., I პრემია) კონკურსებზე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.33-34

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს დიზაინერთა კავშირი, წევრი

გააზიარე: