The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალია ზოლოტოვა

ნატალია ზოლოტოვა
დაბადების თარიღი:7 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 2003  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, მსახიობი, პედაგოგი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვიქსა, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, რუსეთი.

დაამთავრა ლენინგრადის ა. ვაგანოვას სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1945 წელს, ხოლო 1969 წელს–ამავე სასწავლებლის პედაგოგიური განყოფილება.

მუშაობდა ერევნისა (1945–1946) და მინსკის (1946–1948) თეატრებში. 1949–1967 წლებში ნიჟნი-ნოვგოროდის ა. პუშკინის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. 1969–1989  წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. მოსწავლეები: ნ. ანანიაშვილი, ი. ლიეპა, ს. ცოი, ი. იოვინა, კ. რიჟოვა და სხვ. ნატალია ზოლოტოვას დიდი ღვაწლი მიუძღვის ნ. ცისკარიძის, ი. ნიორაძის, ი. ზელენსკის, დ. მახათელის წარმატებულ კარიერაში. 1989–1991 წლებში მეუღლესთან, ბ. რახმანინთან ერთად მოიწვიეს თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, როგორც კლასიკური ცეკვის პედაგოგი და მეთოდისტი. მისი მოწაფეები იყვნენ: ნ. ოჩიაური, ც. ჩოლოყაშვილი, ვ. ახმეტელი და სხვ. (გარდაიცვალა მოსკოვში).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.376; kino-teatr.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1955 - რსფსრ დამსახურებული არტისტი

გააზიარე: