შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რიხარდ კარლ ზომერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მიუნხენი, გერმანია. დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემია 1893 წელს. 1912–1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მოიარა თითქმის მთელი საქართველო. ქმნიდა ძირითადად ეთნოგრაფიული ხასიათის ნამუშევრებს – პორტრეტებს, ყოფით ბატალურ სცენებს, არქიტექტურულ ძეგლებს, პეიზაჟებს ("ძველი თბილისი", "სვანი ქალი", "გურული ტიპები", "გრემი", "ვაშლის გამყიდველი") და სხვ. მხატვარი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. გახლდათ ლადო გუდიაშვილის ხატვის პირველი მასწავლებელი. რიჰარდ კარლ ზომერის ნამუშევრების დიდი ნაწილი დაცულია თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, აგრეთვე საზღვარგარეთის ქალაქებსა და კერძო კოლექციებში. იყო რეპრესირებული. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.376 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |