The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარკ ზლატკინი

მარკ ზლატკინი
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1995  (97 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოროდოვკა, ახლანდელი დონეცკის ოლქი, უკრაინა.

1925 წელს რუსეთიდან მოავლინეს თბილისში ცენტრალური გამომცემლობების "იზვესტიის", "პრავდის" და "ტრუდის" ამიერკავკასიის განყოფილების გამგედ. იყო გამომცემლობა "ზარია ვოსტოკას" დირექტორი, 1963 წლიდან–გამომცემლობა "მერანის" რუსულ გამოცემათა რედაქციის მთავარი რედაქტორი, 1985 წლიდან–ამ გამომცემლობის მთავარი კონსულტანტი. მარკ ზლატკინი ქართული ლიტერატურის პოპულარიზატორი იყო. ავტორია ორიგინალური ჟანრის თხზულებისა "როცა წიგნი ხალხებს აახლოებს"(რუს. ენაზე, 1972, 1979), რომელიც თავისებური მატიანეა 20–70-იანი წლების ლიტერატურული მოვლენებისა. 1983 წელს რუსულ და 1986 წელს ქართულ ენაზე გამოვიდა  მისი წიგნი "მათი მოსაგონარი ჩანახატები",  რომელშიც მოცემულია ა. აბაშელის, კ. გამსახურდიას, ნ. ტიხონოვის, ლ. გუდიაშვილის, ვ. გოლცევის, ბ. ჟღენტის, ნ. ზაბოლოცკის, გ. ლეონიძის, მ. მრევლიშვილის, ლ. კალანდაძის, შ. ნუცუბიძის, კ. სიმონოვის, დ. შენგელაიას ლიტერატურული სახეები. გამომცემლობის მუშაკი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. (გარდაიცვალა ისრაელში).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.372; zlatkintours.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: