Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იგორ ზლობინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მილეროვო, როსტოვის ოლქი, რუსეთი. დაამთავრა თეატრალური სტუდია დონის როსტოვში 1931 წელს. იმავე წლიდან დაიწყო სასცენო მოღვაწეობა მილეროვოში. 1932 წელს მუშაობდა გროზნოს, 1933 წელს–არმავირის, 1934 წელს–სტალინგრადისა და 1935–1947 წლებში ყაზანის თეატრებში. 1948 წლიდან იგორ ზლობინი თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა ფართო შემოქმედებითი დიაპაზონით. სახასიათო კომედიურ როლებთან ერთად წარმატებით ასრულებდა დრამატულ როლებსაც როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ პიესებში. მის მიერ განსახიერებულ როლებს შორისაა: ტრეპლიოვი (ა. ჩეხოვის "თოლია"), კარანდიშევი, ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო", "უდანაშაულო დამნაშავენი"), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის "რევიზორი"), მოხუცი (მ. ფერმოს "კარებს აჯახუნებენ"), მოლჩანინი (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ევგენი(ნ. დუმბაძის "მარადისობის კანონი"), სუსლოვი (მ. გორკის "მოაგარაკენი'), კარლო ფიგურელო (მაროტა და რანდონე "ქვრივების ნუგეშისმცემელი"), ვიშნევსკი (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), მთხრობელი (გ. ბათიაშვილის "გზა") და სხვ. იგორ ზლობინი ავტორია პიესების, ინსცენირებებისა და ლიბრეტოების, რომლებიც წარმატებით იდგმებოდა ქვეყნის სხვადასხვა თეატრში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.372 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |