The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოფილაქტე ზუბალოვი

თეოფილაქტე ზუბალოვი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:10 სექტემბერი, 1968  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გუნიაყალა, ხლანდელი წალკის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა პიატიგორსკის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი(დაუსწრებლად) 1951 წელს.

1936 წლიდან მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პლაცდარმის აღებისა და შენარჩუნების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. საბჭოთა კავშირის გმირი (20. XII. 1943), გვარდიის მაიორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.391; warheroes.ru

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი
    მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე პლაცდარმის აღებისა და შენარჩუნების დროს გამოჩენილი მამაცობისათვის

გააზიარე: