The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალბერტ ზალცმანი

ალბერტ ზალცმანი
Date of birth:10 September, 1833
Date of death:26 July, 1897  (at 63 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

XIX საუკუნის 60–90-იანი წლების თბილისელი არქიტექტორი, რომლის მამა თბილისში დამკვიდრებული გერმანელი იყო. სპეციალური განათლება მიიღო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1861 წლიდან მთელი მისი მოღვაწეობა საქართველოსთან, კერძოდ, თბილისთან არის დაკავშირებული. 1865–1866 წლებში იმოგზაურა გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და ინგლისში, სადაც ეცნობოდა საავადმყოფოებისა და სატუსაღოების შენობებს. 1867 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ აკადემიკოსის წოდება მიანიჭა. 1876 წელს დანიშნეს კავკასიის სამხედრო ოლქის საოლქო-საინჟინრო სამმართველოს არქიტექტორად. 35 წლის განმავლობაში მისი პროექტით მრავალი სახაზინო, საზოგადოებრივი და კერძო სახლი აშენდა თბილისში. 1865 წელს დაინიშნა მისივე პროექტით აგებული ქალაქის, ყოფილი მიხეილის საავადმყოფოს სამშენებლო კომისიის წევრად. სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: კათოლიკეთა ეკლესია ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე (1870), კავკასიის მუზეუმის შენობა (დამთავრდა 1870, იდგა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახლანდელი შენობის ადგილას), ქალთა გიმნაზიის შენობა (დამთავრდა 1874, ახლანდელი ლ. გუდიაშვილის ქ. №10), 1886–1893 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახაზინო(ახლანდელი ოპერისა და ბალეტის) თეატრის მშენებლობას, მისი პროექტითაა აგრეთვე აგებული თბილისის არისტოკრატიული და ბურჟუაზიული ფენების წარმომადგენელთა მრავალი საცხოვრებელი სახლი. ალბერტ ზალცმანი ო. სიმონსონთან ერთად იმ არქიტექტორთაგანი იყო, რომელმაც ქალაქის განაშენიანებას ახლებური ხასიათი შესძინა; კერძოდ, იმდროინდელ რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში მიღებული რენესანსულ-ბაროკული ფასადები. მისი ნამუშევრებიდან ასევე აღსანიშნავია: ალბერტ ზალცმანის საკუთარი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირზე №115-ში (1872), სახლი რ. თაბუკაშვილის ქ. №14-ში (1876), კავკასიის მუზეუმისა და ქალთა გიმნაზიის ფასადები, საცხოვრებელი სახლი გალაკტიონ ტაბიძის № 22-ში,რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა ქართული ისტორიული არქიტექტურული მოტივებით დამუშავებული ფასადით. ალბერტ ზალცმანი  დაჯილდოებული იყო რუსეთის  და სხვა ქვეყნების ორდენებით. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.303

Member of Organizations

  • პეტერბურგის სამხატვრო აკადემია, აკადემიკოსი (1867-)

Share: