შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფიმ ბაიკოვსკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სვერდლოვსკი. საშუალო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მონაწილეობას იღებდა სვერდლოვსკის პიონერთა სახლის საბავშვო თატრში. თეატრალური განათლება მიიღო (1944-1947წწ.) ლენინგრადის ახალ თეატრთან (ამჟამად ლენსოვეტის სახელობის თეატრი) არსებულ სტუდიაში; სტუდიელთა მიერ წარმოადგენილ სპექტაკლში შეასრულა ჩაცკის როლი ა. გრიბოედოვის პიესაში "ვაი ჭკუისაგან". 1947-1955წწ. მუშაობდა ქ. ორიოლის; 1951-1952წწ. - ქ. მურმანსკის; 1952-1957წწ. - ქ. ვილნიუსის; 1957-1969წწ. ქ. ჩელიაბინსკის რუსულ დრამატულ თეატრებში; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ტრიგორინი (ა. ჩეხოვის "თოლია"), ვრონსკი (ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"), პეტრე (მ. გორკის "არტამონოვების საქმე"), გერკუნი (მ. გორკის "ბარბაროსები") პარატოვი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), დომენიკო (ედუარდო დე ფილიპოს "ფილუმენა მარტურანი"), ედმუნდი (უ. შექსპირის "მეფე ლირი") და სხვ.; 1969-1975წწ. მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში. შეასრულა შემდეგი როლები: ცხვირპაჭუა (ვ. შუკშინის "ენერგიული ადამიანები"), რეპნიკოვი (ა. ვამპილოვის "გამოთხოვება ივნისში"), ბალონიკოვი (ა. არბუზოვის "ძველი არბატის ზღაპრები"), კიმი (როზოვის "საღამოდან შუაღამემდე"), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), და სხვ.; შეასრულა მეფისნაცვლის როლი ქართულ მხატვრულ ფილმში "დათა თუთაშხია"; გრიბოედოვის თატრიდან წასვლის შემდეგ მუშობდა ჯერ ლენინგრადის პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ მოსკოვის საოლქო დრამატულ თეატრში. მიღებული აქვს გაზეთ «Московский комсомолец»-ის პრემია გრეგორი სოლომონის სპექტაკლში "საფასური" მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის (2013); სრულიად რუსეთის ფესტივალი "ვოლგის სეზონების" ღირსების ჯილდო (2014). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.31; mayakovsky.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |