The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეფიმ ბაიკოვსკი

ეფიმ ბაიკოვსკი
დაბადების თარიღი:31 მარტი, 1928
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 2015  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სვერდლოვსკი.

საშუალო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მონაწილეობას იღებდა სვერდლოვსკის პიონერთა სახლის საბავშვო თატრში. თეატრალური განათლება მიიღო (1944-1947წწ.) ლენინგრადის ახალ თეატრთან (ამჟამად ლენსოვეტის სახელობის თეატრი) არსებულ სტუდიაში; სტუდიელთა მიერ წარმოადგენილ სპექტაკლში შეასრულა ჩაცკის როლი ა. გრიბოედოვის პიესაში "ვაი ჭკუისაგან". 1947-1955წწ. მუშაობდა ქ. ორიოლის; 1951-1952წწ. - ქ. მურმანსკის; 1952-1957წწ. - ქ. ვილნიუსის; 1957-1969წწ. ქ. ჩელიაბინსკის რუსულ დრამატულ თეატრებში; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ტრიგორინი (ა. ჩეხოვის "თოლია"), ვრონსკი (ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"), პეტრე (მ. გორკის "არტამონოვების საქმე"), გერკუნი (მ. გორკის "ბარბაროსები") პარატოვი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"), დომენიკო (ედუარდო დე ფილიპოს "ფილუმენა მარტურანი"), ედმუნდი (უ. შექსპირის "მეფე ლირი") და სხვ.; 1969-1975წწ. მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში. შეასრულა შემდეგი როლები: ცხვირპაჭუა (ვ. შუკშინის "ენერგიული ადამიანები"), რეპნიკოვი (ა. ვამპილოვის "გამოთხოვება ივნისში"), ბალონიკოვი (ა. არბუზოვის "ძველი არბატის ზღაპრები"), კიმი (როზოვის "საღამოდან შუაღამემდე"), არბენინი (მ. ლერმონტოვის "მასკარადი"), და სხვ.; შეასრულა მეფისნაცვლის როლი ქართულ მხატვრულ ფილმში "დათა თუთაშხია"; გრიბოედოვის თატრიდან წასვლის შემდეგ მუშობდა ჯერ ლენინგრადის პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში, შემდეგ მოსკოვის საოლქო დრამატულ თეატრში. მიღებული აქვს გაზეთ «Московский комсомолец»-ის პრემია გრეგორი სოლომონის სპექტაკლში "საფასური" მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის (2013)სრულიად რუსეთის ფესტივალი "ვოლგის სეზონების" ღირსების ჯილდო (2014).

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.31; mayakovsky.ru

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მეცნიერებისა და ბიზნესის ინტეგრაციის საერთაშორისო აკადემია (МАИНБ) , აკადემიკოსი (-2014)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - რუსეთის სახალხო არტისტი
  • 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1964 - რუსეთის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: