The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნადია შალუტაშვილი

ნადია შალუტაშვილი
ოფიციალური სახელი:ნადეჟდა შალუტაშვილი
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2011  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1946 წლიდან შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში). მთავარი ნაშრომები: "ა. ნ. ოსტროვსკი ქართულ სცენაზე" (1958), "ძმები ზანდუკელი-სანდუნოვები" (1965), "მეგობრობის გზებით"(1978), "გიორგი დავითაშვილი" (1970), "გიორგი ერისთავი და თეატრი" (1979) და სხვა. თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1974), პროფესორი (1975).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.679; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.203

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: