The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



თენგიზ ადამაშვილი

თენგიზ ადამაშვილი
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1927
გარდაცვ. თარიღი:1969  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს.

მუშაობდა თბილისის ორთქმავალ-ვაგონმშენებელ ქარხანაში უფროს ოსტატად; 1957 წლამდე იმყოფებოდა ხელმძღვანელ კომკავშირულ-პარტიულ სამუშაოზე; 1958 წლიდან დაინიშნა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს კოლეგიის წევრად და მრეწველობის მთავარი სამმართველოს უფროსად; აღნიშნული და საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროების რეორგანიზაციის შედეგად,1962 წლიდან ინიშნება სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსად; 1977-1992წწ. იყო რესპუბლიკური ტრესტ "საქკომუნსპეცმშენის" მმართველი; ტრესტის ძალებით აშენდა და ექსპლუატაციაში გადაეცა ქ. ბათუმში, სოხუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და რუსთავში ტროლეიბუსების საკონტაქტო ხაზები და ელექტროწევის ქვესადგურები, კურორტ გუდაურის კომპლექსური წყალსადენის სათავე ნაგებობა, რკინაბეტონის კონსტრუქციების რეზერვუარები, სატუმბო და საქლორატორო სადგური, მაგისტრალური მილსადენი და შიდა ქსელები; სოფელ ნოსირის სათავე ნაგებობიდან ქ. ფოთის და სენაკის მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიმწოდებელი 800 მმ დიამეტრის მილსადენების მდინარე ტეხურას გადამყვანი აკვედუკი და ასეულობით მრავალი სახვა მნიშვნელოვანი ობიექტი; 2000 წლიდან მუშაობს სააქციო საზოგადოება "სარაჯიშვილის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრად; მიღწეული მაღალი საწარმოო და საფინანსო მაჩვენრბლებისათვის რესპუბლიკური ტრესტ "საქკომუნსპეცმშენის" მრავალრიცხოვანი კოლექტივი 5-ჯერ დაჯილდოვდა საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის საპატიო სიგელებით და დიპლომებით; დაჯილდოებულია 3 მედლით და საკავშირო მნიშვნელობის სამკერდე ნიშნებით; მინიჭებული აქვს საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სისტემის საპატიო მუშაკის წოდება. 

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. -გვ.35-36

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: