შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიკ ადამიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1962 წელს. 1962 წელს მუშაობა დაიწყო საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს ურალის ოლქის სპეციალიზებულ სამხედრო-სამშენებლო სამმართველოში, თავდაცვითი მნიშვნელობის სამხედრო-ტექნიკური ობიექტების მშენებლობაზე - ჯერ სამუშაოთა მწარმოებლად, შემდეგ კი სამშენებლო უბნისუფროსად; 1966 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამშენებლო ტრესტების - "მრეწვმშენისა" და "მაღლივმშენის" სამშენებლო სამმართველოში, რომლებიც თბილისში სამრეწველო ობიექტებს, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და საცხოვრებელ სახლებს აშენებდნენ; 1974-1980წწ. მუშაობდა ტრესტ "სპეცმშენის" სამშენებლო სამმართველოში, ჯერ მთავარ ინჟინრად და შემდეგ - სამმართველოს უფროსად; ხელმძღვანელობდა "ვარიანი-ცხინვალისა" და "გუჯარეთი-ბორჯომის" მაგისტრალური წყალსადენების მშენებლობას, გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას აღმოსავლეთ საქართველოში (ბორჯომში, ხაშურში, გაჩიანში); 1980-1991წწ. იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველის მოადგილე (მშენებლობის დარგში); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.36 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |