The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ადეიშვილი

ნოდარ ადეიშვილი
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1993  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ხიდების და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო-სამეურნეო ტრესტში ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; ტექნიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ, უფროსად; 1963 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქსოფლმშენის" მარნეულის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1964 წელს საშენი მასალების კომბინატის მთავარ ინჟინრად, კომბინატის დირექტორად; 1967 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N14 მოძრავი მექანიზებული კოლონის უფროსად; 1968 წელს N2 მოძრავი მექანიზებული კოლონის უფროსად; 1972 წელს საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად და N1 მოძრავი მექანიზებული კოლონის უფროსად; 1974 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქსოფლმშენინდუსტრიის" მმართველია; 1980-1984წწ. მუშაობდა 74-ე სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1984-1987წწ. N25 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1987 წლიდან მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის მმართველად; ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო, გადამუშავებელი მრეწველობის, სოციალურ-კულტურული და საცხოვრებელი დანიშნულების რიგი ობიექტების, მათ შორის, კოდის, გამარჯვების მეფრინველეობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემას; მისი მონაწილეობით აშენებულია მრავალი საშუალო სკოლა და საცხოვრებელი სახლი რესპუბლიკის მასშტაბით: მარიონეტების თეატრი თბილისში, ახალგაზრდული დასახლება შავნაბადაზე და ა.შ.; მის სახელთანაა დაკავშირებული მრავალი ახალი, საინტერესო ტექნოლოგიის დანერგვა მშენებლობის ინდუსტრიაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.38

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: