შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე შანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემო ნოღა, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1932 წელს. 1926-1929წწ. მუშაობდა წერა-კითხვის სალიკვიდაციო სკოლის მასწავლებლად; 1932-1939წწ. იყო ქ. თბილისის კ. მარქსის სახელობის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის მასობრივი განყოფილების გამგე, შემდეგ - განსახკომის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფიის რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის მეთოდისტი. 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. 1945 წელს დემობილიზებული იყო, როგორც ომის ინვალიდი. შემოქმედებითი მუშაობა 1924 წელს დაიწყო. პირველი წიგნი "ლექსები" 1928 წელს გამოაქვეყნა. ეკუთვნის ძირითადი პოეტური კრებულები: "მეჩვიდმეტე" (1934), "ლექსები" (1937), "საბრძოლო სიმღერები" (1943), "სიყვარულმა მათქმევინა" (1955), "გულისნადები" (1962), "რაც მინატრია" (1967), "სახატე მზის და ვარდისა" (1975), "ნატვრისთვალი" (1977), "არდავიწყება" (1980). მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ბელორუსულ ენებზე. კითხულობდა ლექციებს ქართულ ლიტერატურისა და ფოლკლორის საკითხებზე. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.- გვ. 683; ქართველი პოეტები: ენციკლოპედია/შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.341; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.289-290 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |