The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონიდ ვარპახოვსკი

ლეონიდ ვარპახოვსკი
Date of birth:29 March, 1908
Date of death:27 November, 1976  (at 68 years)
Category:Painter, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

სწავლობდა მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ საბალეტო სკოლაში. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1931) მუშაობდა მოსკოვის მუშა-ახალგაზრდობის თეატრში რეჟისორის ასისტენტად და მხატვრად, ამავე დროს იყო კრიტიკოსი. ვ. მეიერჰოლდის თეატრში 1934–31935წწ. დადგა ა. დიუმას "ქალი კამელიებით"; პარალელურად სწავლობდა ვახტანგოვის სახელობის თეატრის სტუდიაში; 1937–1953წწ. მუშაობდა რეჟისორად ალმა-ათისა და მაგადანის თეატრებში, სადაც დადგა ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია", კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური" და "სასტუმროს დიასახლისი", ა. სოფრონოვის "მოსკოვური ხასიათი", ა. ოსტროვსკის "შმაგი ფული", ა. ჩეხოვის "თოლია" და სხვ.; 1945–1955წწ. იყო თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის თეატრის რეჟისორი (ა. ჩეხოვის "თოლია", მ. ბულგაკოვის "ტურბინთა დღეები"); მოღვაწეობდა აგრეთვე კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1956 წელს დაბრუნდა მოსკოვში; 1960 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური სტუდიის «Ленинские горы» რეჟისორი; 1962 წლიდან მოსკოვის მცირე თეატრის რეჟისორი; 1970 წლიდან ვახტანგოვის თეატრის რეჟისორი. დადგმული აქვს მუსიკალური სპექტაკლები და ოპერეტები. 1995 წელს მონრეალში (კანადა) გაიხსნა ლეონიდ ვარპახოვსკის სახელობის თეატრი.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.33; georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1966 - რუსეთის სახალხო არტისტი
  • 1964 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: