შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალბერტ ავეტისოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1965 წელს. მუშაობდა სპეციალური სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" ტრესტ "მექანომონტაჟის" რუსთავის სამმართველოში - მთავარ ინჟინრად, უფროსად; გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენის" მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; მონაწილეობდა ისეთი ობიექტების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში, როგორებიცაა რუსთავის მეტალურგიული, ქიმიური ბოჭკოსა და ცემენტის ქარხნები, ქარხანა ცენტროლიტი, კაზრეთის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, რესპუბლიკური საავადმყოფო (თბილისში), გორის ბუმბულის კომბინატი, თბილისის ტელეანძა, საცხოვრებელი სახლები, სოციალური და კულტურული დანიშნულების ობიექტები და სხვა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.40 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |