The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ავსაჯანიშვილი

გიორგი ავსაჯანიშვილი
Date of birth:2 August, 1936  (87 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-2000წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" არქიტექტორად; 2002 წლიდან არის თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი; 1962 წელს სადიპლომო ნამუშევარმა საკავშირო კონკურსზე დაიმსახურა პირველი პრემია; 1964 წელს მისი დაპროექტებულია და ექსპლუატაციაში შესულია სანატორიუმები: "მესაზღვრე" ქ. გაგრაში და 1967წელს "გეოლოგი", (არქიტექტორ ვ. კედიასთან ერთად) წყალტუბოში; 1976 წელს მთავრობის ადმინისტრაციული შენობა ცხინვალში, ბორჯომის რკინიგზის სადგური თბილისში (1983 წ. აღინიშნა საკავშირო პრემიით), 2008 წელს დასასვენებელი და საცხოვრებელი სახლები მდ. ვერეს ხეობაში, 2008 წელს ოლიმპიური მომზადების ცენტრი საგურამოში (დ. სარაჯიშვილის და თ. მიქაშავიძის მონაწილეობით) მეგობრობის სასახლე გარდაბნის რაიონში; 1974 წელს ქ. თბილისში რუსთაველის მოედანზე ადმინისტრაციული შენობის პროექტი (არქ. ვ. კედიას, გ. ჯაბუას, გ. ცხაკაიას მონაწილეობით) პირველი პრემიით დაჯილდოვდა და ამავე ჯგუფს მოედნის რეკონსტრუქციის პროექტისთვის მეორე პრემია მიენიჭა; არის კურორტ ბაკურიანის გენერალური გეგმის (არქ. ვ. კედიასთან ერთად, 1967 წ.), დაბა ყაზბეგის გენგეგმის და მასთან ერთად სასტუმროს (120 ადგილზე) ავტორი; საზღვარგარეთ საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მთელი რიგი ექსპოზიციების მთავარი მხატვარი იყო (დაჯილდოებულია საერთაშორისო ოქროს მედლებით); არის საქართველოს სახელმწიფო ორდენების, მედლებისა (სხვებთან ერთად) და საქართველოს მოსამართლის მანტიის ავტორი; არაერთი წიგნის მხატვარ-ილუსტრატორი, მათ შორისაა არაერთი წიგნის მხატვარ-ილუსტრატორი, მათ შორისაა ფუნდამენტური გამოცემა "ბაგრატიონთა გვარის შესახებ" (2012 წელს წარდგენილი იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე ავტორთა ჯგუფთან ერთად) და ისტორიული ტრილოგიისაა "ნათელი ქრისტესი საქართველო"; წიგნის საერთაშორისო გამოფენების მონაწილე. მოსკოვის დიდი თეატრის გაფორმებისთვის მიღებული აქვს სსრკ კავშირის მინისტრთა საბჭოს ოქროს მედალი (1983).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.40-41; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.340

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული არქიტექტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1987 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: