The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ალავიძე

ამირან ალავიძე
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საირმე, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს.

1967-1975წწ. მუშაობდა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ "სოფტექმიკაში" - სამუშაოთა მწარმოებლად, საგეგმო განყოფილების უფროსად; 1975-1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "სპეცმშენში" - საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილედ, სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსად; 1977-1979წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში - სახარჯთაღრიცხვო-სახელშეკრულებო განყოფილებისა და მოპირკეთების სამმართველოს უფროსად; 1979-1983წწ. ტრესტის მმართველის მოადგილედ ეკონომიკის დარგში; 1983-1992წწ. ტრესტ "მშენინდუსტრიის" რკინაბეტონის N2 ქარხნის დირექტორად; 1992-1995წწ. სამრეწველო-კომერციული ფირმა "ქუთაისმშენის" დირექტორის მოადგილე ეკონომიკის საკითებში; 1995 წელს დაინიშნა სააქციო საზოგადოება "ქუთმშენის" დირექტორად, შემდგომ სააქციო საზოგადოების პრეზიდენტია; მონაწილეობდა რეზინის ტექნიკურ ნაკეთობათა და ელექტრო-მექანიკური ქარხნების, ქარხანა "ავანგარდის", საყოფაცხოვრებო და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.41


გააზიარე: