Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ალავიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საირმე, ცაგერის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967-1975წწ. მუშაობდა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტ "სოფტექმიკაში" - სამუშაოთა მწარმოებლად, საგეგმო განყოფილების უფროსად; 1975-1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "სპეცმშენში" - საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილედ, სახარჯთაღრიცხვო განყოფილების უფროსად; 1977-1979წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N4 სამშენებლო ტრესტში - სახარჯთაღრიცხვო-სახელშეკრულებო განყოფილებისა და მოპირკეთების სამმართველოს უფროსად; 1979-1983წწ. ტრესტის მმართველის მოადგილედ ეკონომიკის დარგში; 1983-1992წწ. ტრესტ "მშენინდუსტრიის" რკინაბეტონის N2 ქარხნის დირექტორად; 1992-1995წწ. სამრეწველო-კომერციული ფირმა "ქუთაისმშენის" დირექტორის მოადგილე ეკონომიკის საკითებში; 1995 წელს დაინიშნა სააქციო საზოგადოება "ქუთმშენის" დირექტორად, შემდგომ სააქციო საზოგადოების პრეზიდენტია; მონაწილეობდა რეზინის ტექნიკურ ნაკეთობათა და ელექტრო-მექანიკური ქარხნების, ქარხანა "ავანგარდის", საყოფაცხოვრებო და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.41
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |