შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ალავიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იგორეთი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის წყალთა მეურნეობის ინჟინერთა ინსტიტუტი 1934 წელს. 1934-1941წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის განყოფილებაში - მმართველის მოადგილედ, მმართველად; 1941-1955წწ. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა; იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი სათბობ-ენერგეტიკის დარგში, საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი, საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, კვების მრეწველობის მინისტრი, ხორცისა და რძის მრეწველობის მინისტრის მოადგილე მშენებლობის დარგში, საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრის მოადგილე; 1955 წელს დაინიშნა "ხრამჰეს N2"-ის მშენებლობის უფროსად, 1958 წელს - სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" თბილისის დამხმარე საწარმოთა კომბინატის დირექტორად; 1970-1978წწ. მუშაობდა ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სახარჯთაღრიცხვო განყოფილებისა და საგეგმო განყოფილების უფროსის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.41 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |