შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ შანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მარტოთუბანი, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს. 1959 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ამავე ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრას, ერთდროულად იყო საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სასამართლო მედიცინის ექსპერტი და საქართველოს სასამართლო მედიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების თავჯდომარე. პირველმა შეადგინა ქართულ ენაზე სასამართლო მედიცინის სახელმძღვანელო. სასამართლო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.683 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |