The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსლან მარგიევი

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1914  (110 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თლოი, ჯავის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1936 წელს.

იმავე წელს მიიწვიეს მსახიობად ცხინვალის თეატრის ოსურ დასში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ილიკო(დ. ჯიოევის "ფუხათი"), დუდარსი( ს. ხაჩიროვის "დუდარსი და მისი ამხანაგი"), სარდონი(მ. შავლოხოვის "ბათირაზი"), ტიხონი, დუდუკინი(ა. ოსტროვსკის "ქარიშხალა", "უდანაშაულო დამნაშავენი"), სანდალა(ვ. გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), მონტანო(უ. შექსპირის "ოტელო"), პანტალონე, ოტავიო(კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.5

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: