შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაისა გასიევა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ალექსანდროვსკის რაიონი, სტავროპოლის მხარე. დაამთავრა ქ. ორჯონიკიძის მუსიკალური სასწავლებელი 1959 წელს. 1956 წლიდან იყო ქ. ორჯონიკიძის დრამატული თეატრის მსახიობი. 1968-1973 წლებში სწავლობდა ქ. ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1960 წლიდან ცხინვალის ოსური დასის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: იზა (მ. ცალიკოვის "მურატის თავგადასავალი"), ნინა (ვ. კაიროვის "დედის გული"), უარზეტი(მ. გუჩმაზოვის "მთის ყვავილი"), კოკო (მ. გაგიევის "საქმრო გაიქცა"), ჰერმია, ოფელია (უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", "ჰამლეტი"), ფარდიგი (ვ. გაგლოევის "თქმულება დედაზე"), ანტიგონე (სოფოკლეს "ანტიგონე"), ელისაბედი (შილერის "დონ კარლოსი"), პიცა-კიცა (დ. პსათასის "საჭირო მატყუარა"), ზარემა (გ. ხუგაევის "სიდედრი") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.5 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |