შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინა ლოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხრეთი, ჭიათურის რაიონი. დაამთავრა ჭიათურის საშუალო სკოლა 1926 წელს. 1922-1927წწ. მუშობდა ჭიათურის მუშათა კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში მოკარნახედ; ამავე დროს მღეროდა ამავე კლუბთან არსებულ მომღერალთა გუნდში, რომელსაც ცნობილი ლოტბარი სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა; სცენაზე პირველად 1923 წელს გამოვიდა ჭიათურის თეატრში, შეასრულა გოგიას როლი პ. ირეთელის "ქრისტინეში"; 1927-1928წწ. ქუთისის თეატრში მუშაობდა მოკარნახედ; 1928 წლიდან მსახობად მიიწვიეს ჭიათურის თეატრში; სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა: ქუთაისის (1929-1931, 1932-1934), ჭიათურის (1934-1935, 1938-1941, 1945-1948), სოხუმის (1936-1937), ბორჯომის (1937-1938), გორის (1945-1948), ზუგდიდის (1948-1949), ცხინვალის (1949-1957) სახელმწიფო თეატრებში; 1961-1962წწ. იყო ჭიათურის მაღაროთა კლუბის დირექტორი. სხვადასხვა თატრებში დადგმული აქვს: მ. კიკვაძის "დიმიტრი თავდადებული", მ. ჯაფრიძის "ჩვენებურები" და "ჟამთაბერის ასული", ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა", კ. მილორავას "კერპ-ჯიუტა", ვ. სობკოს "ასი მილიონი" და სხვ.; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მედინა, ლიანა (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია", "სანაპიროზე"), ნელი, იამზე (გ. ქელბაქიანის "დაგვიანებული სინანული"), ფაცია (შ. დადიანის "გუშინდელნი"), მარო (ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), შალიკო, წუნა, კოწო, მარინე (გ. ნახუცრიშვილის "ლადო კეცხოველი", "კომბლე"), ტატიანა, ქსენია (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), კორენკინა, ანუშკა, ოტრადინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), დეზდემონა, ჯულიეტა (უ. შექსპირის "ოტელო", "რომეო და ჯულიეტა"). წერდა რეცენზიებს, ლექსებს, სტატიებს, კითხულობდა ლექციებს ლიტერატურისა და თეატრის შესახებ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.35; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.42; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.410-411 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |