The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისია შანშიაშვილი

ცისია შანშიაშვილი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:ოქტომბერი, 2014  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1946 წელს.

1965 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1948 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. ავტორია თანამედროვეთა საინტერესო პორტრეტებისა, აქვს აგრეთვე სიუჟეტურ-ფერწერული კოპოზიციები. ნამუშევრები: მსახიობ გ. გეგეჭკორის (1948), პროფესორ შ. ხიდეშელის (1962), მოცეკვავე ნ. გუნიას (1966), მწერალ ს. შანშიაშვილის (1972) პორტრეტები (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). "ზამთარი" (1967), "ქალიშვილი მწვანე ტანსაცმელით" (1962 ორივე მხატვრის კუთვნილება) და სხვა. პროფესორი, ფერმწერი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.684

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი
  • სკკპ, წევრი (1948-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: