შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი შერაზადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. 1926-1935 წლებში მღეროდა მარო თარხნიშვილის გუნდში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1929-1933 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებულ სტუდიაში. სხვადასხვა წლებში მსახიობად და რეჟისორად მუშაობდა სოხუმის(1940-1941), გორის(1941-1942), თელავის(1942-1949) თეატრებში. 1949 წლიდან მოღვაწეობდა ცხინვალის ქართულ დასში, იყო ამ თეატრის წამყვანი მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: გოჩა(ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), არსენა(ს. შანშიაშვილის "არსენა"), ჟამთაბერი(მ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ჩადუნელი(ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ფერდინანდი, პრეზიდენტი(შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), კომბლე(გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), აპრაკუნე(ი. ვაკელის "აპრაკუნე"), დე სილვა(კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), ლევან ხიმშიაშვილი(დ. ერისთავის "სამშობლო"), ოთარბეგი, ანანია(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), კოწია(შ. დადიანის "გუშინდელნი"), მანუჩარი(პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), თავადი ვანო(ა. ცაგარელის "ხანუმა"), ზიმზიმოვი(გ. სუნდუკიანის "პეპო"), გრაფი(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ბახა(ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), სიკო(ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), დუდუკინი(ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ფლორინდო(კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), კაცი მანტიით(პ. კოჰოუტის "როცა ასეთი სიყვარულია"), ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვ. განხორციელებული აქვს შემდეგი დადგმები: ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"; ა. ყაზბეგის "არსენა", "ელეონორა", "ხევისბერი გოჩა"; გ. შატბერაშვილის "რკინის პერანგი", "ფიქრის გორა"; გ. ერისთავის "ყვარყვარე ათაბაგი", "ძუნწი"; ა. თვარაძის "სახსოვარი", ნ. არეშიძის "განთიადი"; კ. გოგიაშვილის "ბაღნარში"; ძმები ტურებისა და ლ. შეინინის "ჭიდილი"; ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"; გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"; ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"; გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"; პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება" და სხვ. ირაკლი(იროდიონ) შრაზადაშვილი აქტიურად იყო ჩაბმული თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში, ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობასაც, იბეჭდებოდა მისი ლექსები, რეცენზიები, მოგონებები და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.6 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |