Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ერვანდ მაილიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პირველი სამუსიკო სასწავლებელი 1940 წელს, იმავე წლიდან იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ჩასაბერ საკრავთა განყოფილების სტუდენტი. 1942-1945 წლებში იმყოფებოდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა განაგრძო კონსერვატორიაში. 1948-1952 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ნ. რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1952-1984 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის სოლისტი(ფაგოტი). მუშაობდა ოპერის ფაგოტისტთა ჯგუფში. 1950 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.9 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |