The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გედეონ ნავროზაშვილი

გედეონ ნავროზაშვილი
დაბადების თარიღი:1918  (106 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1939-1940წწ. სწავლობდა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში, შემდეგ სწავლა განაგრძო თეატრალურ ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის სანკულტურის (1946-1948), რუსთაველის სახელობის (1948-1953) თეატრებში; 1953 წელს დაინიშნა ფოთის ვ. გუნიას სახელობის თეატრის დირექტორად; 1955 წელს გადაიყვანეს გორის გ. ერისთავის სახელობის თეატრის დირექტორად; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, რომელიც 1967 წელს მისივე ინიციატივით გადაკეთდა მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ საზოგადოებად; 1979 წელს მუშაობას იწყებს კინოსტუდია "ქართული ფილმის" სადუბლიაჟო და აღსადგენი სურათების შემოქმედებით გაერთიანებაში დირექტორად, შემდეგ ამავე გაერთიანების რეჟისორად. მის მიერ თეატრის სცენაზე განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: თიმურაზ მეორე (აკ. წერეთლის "პატარა კახი"), გიჟუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ოკუნევი (კ. სიმონოვის "სხვისი ჩრდილი"), ჭაბუკ ჭორტანელიძე, მიტროხინი (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩ", "არსენა"), მოროზოვი (ა. ბარიანოვის "იმათ მხარეში"), კოშკინი (პ. ტრენევის "ლუბოვ იაროვაია"), ბურგუნდიის მთავარი (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), კაპიტანი ხოჯსონი (ს. დოლიძის "არწივის ბუდე"), მუროვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), პლატონ კრეჩეტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), არსენა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი") და სხვ.; დადგა რამდენიმე პიესა, მათ შორის: ავქ. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი" გ. სუნდუკიანის "პეპო"; მუშაობდა მსახიობად კინოსტუდია "ქართულ ფილმში", სადაც განასახიერა მნიშვნელოვანი როლები და სხვადასხვა ეპიზოდური სახე, მათ შორის: დიმიტრი ("მოლოდინი"), მეჭურჭლეთუხუცესი ("დიდოსტატის მარჯვება"), პროფესორი ("თბილისი და თბილისელები") და სხვა. 

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.38; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.45

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: