The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგეი შანშიევი

სერგეი შანშიევი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:15 ოქტომბერი, 1974  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1924 წელს.

1925-1950წწ. მუშაობდა ინჟინრად ზაჰესის, რიონჰესის, თავფარავანჰესის დაპროექტებასა და მშენებლობაზე, მთავარ კონსტრუქტორად "თბილჰიდროპროექტში"(საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ლენინის ორდენოსანი ს. ჟუკის სახელობის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის განყოფილება). 1951 წელს ხრამჰესის აგებისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. გვირებების მოკეთებების გაანგარიშების მის მიერ შემუშავებული სტატიკური მეთოდები 1958-1972წწ. შეტანილი იყო საკავშირო ნორმატიულ დოკუმენტებში. გაიანგარიშა ენგურჰესის სადაწნეო დერივაციული გვირაბის ბეტონის არაბზარმედეგი მოკეთების განივი კვეთის პარამეტრები. წარმოადგინა მოკეთებების კომბინირებული ტიპების გაანგარიშების ახალი მეთოდები. გვირაბების გაანგარიშების თემატიკაზე შეადგინა 100 ტექნიკური ანგარიში და გამოაქვეყნა 70 სამეცნიერო-ტექნიკური სტატია. 1960 წელს მოსკოვის სახელმწიფო ენერგოგამომცემლობაში დაიბეჭდა მისი კაპიტალური ნაშრომი "ჰიდროტექნიკური გვირაბების მონოლითური ბეტონისა და რკინაბეტონის მოკეთებების დაგეგმარების საკითხები". ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1947), მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.684; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.364-365

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

გააზიარე: