Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგეი შანშიევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის ტექნოლოგიური ინსტიტუტი 1924 წელს. 1925-1950წწ. მუშაობდა ინჟინრად ზაჰესის, რიონჰესის, თავფარავანჰესის დაპროექტებასა და მშენებლობაზე, მთავარ კონსტრუქტორად "თბილჰიდროპროექტში"(საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევითი ლენინის ორდენოსანი ს. ჟუკის სახელობის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის განყოფილება). 1951 წელს ხრამჰესის აგებისათვის სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. გვირებების მოკეთებების გაანგარიშების მის მიერ შემუშავებული სტატიკური მეთოდები 1958-1972წწ. შეტანილი იყო საკავშირო ნორმატიულ დოკუმენტებში. გაიანგარიშა ენგურჰესის სადაწნეო დერივაციული გვირაბის ბეტონის არაბზარმედეგი მოკეთების განივი კვეთის პარამეტრები. წარმოადგინა მოკეთებების კომბინირებული ტიპების გაანგარიშების ახალი მეთოდები. გვირაბების გაანგარიშების თემატიკაზე შეადგინა 100 ტექნიკური ანგარიში და გამოაქვეყნა 70 სამეცნიერო-ტექნიკური სტატია. 1960 წელს მოსკოვის სახელმწიფო ენერგოგამომცემლობაში დაიბეჭდა მისი კაპიტალური ნაშრომი "ჰიდროტექნიკური გვირაბების მონოლითური ბეტონისა და რკინაბეტონის მოკეთებების დაგეგმარების საკითხები". ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1947), მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.684; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.364-365 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |