შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანა ანდღულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბასილეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა მახარაძის ჩაის ტექნოლოგიურ ტექნიკუმი 1937 წელს. 1937 წლიდან მუშაობდა მახარაძის თეატრში. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატო (გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ვარდო (ს. მთვარაძის "სურამის ციხე"), გვირისტინე, გულთამზე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე თუთაბერი"), მართა (გ. ნახუცრიშვილის "ნაცარქექია"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), პრასკოვია (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ასული (რ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), ლიდა (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), პეპელა (ი. ვაკელის "აპრაკუნე"), პრიუდანსი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ძიძია (ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ზუხრა ხანუმი (გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), ქალიჯანი (ეგ. ნინოშვილის "პარტახი") და სხვ.; პარალელურად მუშაობდა მახარაძის პიონერთა და მოსწავლეთა თეატრის ხელმძღვანელად, მონაწილეობდა მახარაძის კულტურის სახლის დრამატული კოლექტივის სპექტაკლებში. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ. 41; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.49 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |